განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება.
პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში მიხეილ ბატიაშვილი მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
პირველმა არხმა ბატიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მთავრობაში ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ მინისტრის მოადგილეებად, დარგების შესაბამისად, მოქმედი მინისტრები მიხეილ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელი დაინიშნებიან.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას სავარაუდოდ 11 ივლისს დაასახელებს, თუმცა მანამდე კონსულტაციებს საპარლამენტო უმრავლესობასთან გაივლის. წინასწარი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა, ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს – ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ.
საკანონმდებლო ორგანო კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.
ავტორი - თეონა მანაგაძე
1tv.ge
No comments:
Post a Comment