Tuesday, July 10, 2018

გარუჯვის მსურველებისთვის რეკომენდაციები ვრცელდება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გარუჯვის მსურველებს რეკომენდაციას აძლევს და ურჩევს, რომ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მზის აბაზანების მიღებას მოერიდონ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ქაშიბაძის თქმით, რუჯის მიღების მიზნით ბოლო პერიოდში მზეზე დამწვრობის შემთხვევებმა მოიტამა, პაციენტებს ძირითადად პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები აქვთ. 
„ზოგადად, დამწვრობის ცენტრისთვის მიმართვიანობის სტატისტიკა გაზრდილია, ვიდრე გასულ წელს და იმის წინა წელს იყო. რუჯის მიღების მსურველები, უმჯობესია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხანგრძლივი დროით არ იყვნენ მზეზე. აღნიშნულ პერიოდში მზეზე ყოფნას განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები და მოხუცები. წაისვან მზისგან დამცავი კრემები“, – განაცხადა ქაშიბაძემ. 
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment