2018 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში რუსეთის მოსახლეობა 91 900 ადამიანით შემცირდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური დოკუმენტში „რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომრეობის შესახებ.“ ამის შესახებ კი "რადიო თავისუფლება" წერს.
ამასთანავე, მონაცემებით, რომლებიც არ ითვალისწინებს მიგრაციით განპირობებულ ზრდას, მოსახლეობა შემცირდა 170 500 ადამიანით. 2018 წლის შვიდი თვის განმავლობაში შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც: თუ შარშან 1000 ადამიანზე 11,4 ახალშობილი მოდიოდა, ახლა 10,9 გახდა.
2016 წლის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა 144.3 მილიონია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment