Thursday, September 20, 2018

ლილოს გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ მუშაობა განაახლა


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ლილოს გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ მუშაობა განაახლა.
ახლა ობიექტთან დაყენებული მანქანები გადაჰყავთ, რომლებსაც 4 დღის განმავლობაში ეკონომიკური ზონა პარალიზებული ჰქონდათ. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამორმების ეკონომიკურ ზონაში სერვისების მიწოდება ეტაპობრივად განახლდება და ყველა შეფერხება უახლოეს საათებში მოიხსნება.
მანამდე ფინანსთა მინისტრმა, რომელიც ლილოში გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მივიდა, თქვა, რომ  ხორბლის იმპორტზე შეზღუდვები 1 წლით გადავადდა.
19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნებოდა.
მანამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა, აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. 
ფინანსთა მინისტრმა აგვისტოს დასაწყისში ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ ხორბლის შემოტანა რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეფერხებებს იწვევდა, რის გამოც ტურისტებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ხორბლის სახმელეთო გზებით გადაზიდვა ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, მანამდე კი ეს ისედაც საზღვაო და სარკინიგზო რესურსებით ხდებოდა.
1 სექტემბრიდან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment