განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 და 12 სექტემბერს ავტორიზაციის საბჭომ 2 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმა. ინფორმაციას edu.aris.ge- ავრცელებს.
2018 წლის 12 სექტემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ ა(ა)იპ - „ადამიანი და ბუნებას”.
ეს საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 12 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი.
ისინი ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2018 წლის 6 სექტემბერს კი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ შპს - ირაკლი ფაღავას სახელობის აკადემია “დასტაქარს”.
საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 6 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment