Tuesday, September 18, 2018

სასამართლომ ზუგდიდის კორუფციული საქმის ფიგურანტს გირაო შეუფარდა

სუს-ში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი ფიგურირებენ, დაკავებულ ზაზა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ზაზა ხასაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 სექტემბერს დააკავეს. ის საქმის ფიგურანტი ბიზნესმენის, ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. 
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა სუსში დაბარებიდან მეორე დღეს, 12 სექტემბერს დატოვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment