რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს. მათ შორის მსახიობებიც. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონის დაცვით გაათავისუფლეს. მათივე განმარტებით, საუბარია არა რამდენიმე ათეულ, არამედ რამდენიმე პირზე.
„რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლებულ თანამშრომლებზე განცხადებას რუსთაველის თეატრი გააკეთებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment