ფინანსთა სამინისტროსთან მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აქციის მონაწილეებთან სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და საინიციატივო ჯგუფს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა შესთავაზეს. მძღოლები ამ ეტაპზე შეხვედრაზე არ თანხმდებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავიდა.
1 სექტემბრიდან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment