ირლანდიის რესპუბლიკაში ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი მინივენი კლიფს შეასკდა, რის შედეგადაც 50 წლის ქალი დაიღუპა. როგორც BBC წერს, ბრიტანეთის კუნძულებზე შტორმი "ალი" მძვინვარებს.
შტორმის გამო ირლანდიაში 55 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარის სიჩქარე დაახლოებით 128 კილომეტრ საათია და ვარაუდობენ, რომ ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა ბრიტანეთის კიდევ ზოგიერთ ტერიტორიაზე შეიზღუდოს.
მოგვიანებით, შტორმი სამხრეთ შოტლანდიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისისკენ გადაინაცვლებს
imedinews.ge

No comments:
Post a Comment