Wednesday, September 19, 2018

რატომ მოდიან ირანელები საქართველოში?

ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა­ში «Al-Monitor» გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რა იზი­დავთ ირა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში?", რომ­ლის ავ­ტო­რიც რუ­ჰო­ლა ფა­გი­ჰია.
სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:"ირა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია "ყელ­ში აქვთ ამო­სუ­ლი", იმე­დის მზე­რას ის­ტო­რი­უ­ლად სა­ოც­ნე­ბო ქვე­ყა­ნას აპყრო­ბენ: სა­ქარ­თვე­ლო მათ­თვის ევ­რო­პა­ში გა­სას­ვლელ კარს წარ­მო­ად­გენს. მას შემ­დეგ, რაც ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის 2016 წელს უვი­ზო რე­ჟი­მის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში წამ­სვლელ ირა­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმა­ტა. უკვე ბევ­რი ირა­ნე­ლი ფიქ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­კვიდ­რე­ბას, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ქირა, ცხოვ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ინფლა­ცი­ის დონე (2,8%) ბევ­რად უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ირან­ში (9,4%).
რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნის ელ­ჩის სე­ი­ედ ჯა­ვად ყა­ვამ­შა­ჰი­დის მიერ 24 აგ­ვის­ტოს გა­ცხა­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მოწ­მობს, უვი­ზო რე­ჟი­მის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რამ ხელი შე­უ­წყო ირა­ნელ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა: ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას 323 ათა­სი ირა­ნე­ლი ეწ­ვია და თუ ასე­თი ტემ­პი გაგ­რძელ­დე­ბა, მო­მა­ვალ წელს რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ერთ მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს.
ირა­ნე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ნა­წი­ლობ­რივ ორი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი:დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მე-19 სა­უ­კუ­ნემ­დე გარ­კვე­ულ პე­რი­ო­დებ­ში სპარ­სე­თის იმ­პე­რი­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. XVI სა­უ­კუ­ნე­ში სე­ფე­ვი­დე­ბის დი­ნას­ტი­ის გავ­ლე­ნი­ან­მა შაჰ­მა თა­მაზ I-მა ტყვედ ჩა­იგ­დო და სპარ­სეთ­ში წა­იყ­ვა­ნა 10 ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი, რომ­ლებ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერ­თობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლეს იმ­პე­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში.
მაგ­რამ ირა­ნელ­თა უმე­ტე­სო­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­ჩე­ნილ ინ­ტე­რესს უფრო ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, ვიდ­რე კულ­ტუ­რუ­ლი. ამე­რი­კის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა ირა­ნელ­თა ცხოვ­რე­ბის დო­ნის და­ცე­მა და მათი მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია და ამი­ტომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­შუ­ა­ლო ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას ცდი­ლო­ბენ: ისი­ნი თავს შე­და­რე­ბით და­ცუ­ლად იგ­რძნო­ბენ - არ და­ზა­რალ­დე­ბი­ან ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და და­სავ­ლუ­რი ემ­ბარ­გო­სა­გან.
ირა­ნე­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში თვით ირა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო: პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა მეჰ­რად ლაჰუ­თიმ შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა, რომ ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბას სამ­შობ­ლო ქვეყ­ნის ნაც­ვლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცდი­ლო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ს­მე­დი­ის ცნო­ბით, 26 აგ­ვის­ტოს დე­პუ­ტატს ასე უთ­ქვამს: "ადრე ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მხო­ლოდ მდი­და­რი ირა­ნე­ლე­ბი დებ­დნენ, ახლა ამას თით­ქმის ყვე­ლა ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აკე­თებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქიმ­წმენ­და­ში ვი­ყა­ვი და მფლო­ბელ­მა მი­თხრა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სახ­ლი ვი­ყი­დეო".
თე­ი­რა­ნის ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ხელს უწყო­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ თხოვ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა. მი­ზე­ზე­ბის გა­სარ­კვე­ვად Al-Monitor-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ესა­უბ­რა თე­ი­რან­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment