Tuesday, September 18, 2018

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება იგეგმება

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია და დოკუმენტის ხელმოწერაც იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების ვადა ამ დროისთვის უცნობია. 
ფიჯის მოქალაქეებს მოქმედი წესით საქართველოს ელექტრონული ვიზის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, საგარეო უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზის მიღება ბრიუსელში, ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურში იყო შესაძლებელი.
ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა დაახლოებით 912 ათასია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment