მიმდინარე წლის აპრილში მიხეილ მაქსიმენკოს 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ფული მან ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შემსუბუქებისთვის აიღო.
BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია, პეტერბურგში ცნობილი 1990-იან წლებში გახდა, როდესაც მაშინდელი რეიდების მთავარი ფიგურა იყო და ქრთამისა და ნაცნობობის დამსახურებით, ციხესაც არაერთხელ გადაურჩა.
შენგელია საქართველოში დაიბადა. რუსეთში საცხოვრებლად 1996 წელს გადავიდა და ადგილობრივი სამართალდამცველების ყურადღება მაშინვე მიიპყრო - ის ციმბირელი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმირ კოლესნიკოვის, მეტსახელად “კოლესოს” წრესთან დაახლოებულ პირად და კონკრეტულად მის დამხმარედ ითვლებოდა.
1996 წელს მან სამოქმედო არეალის "გაფართოება" გადაწყვიტა და სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც რეიდებს ჩაუდგა სათავეში და მტრებიც გაიჩინა... მას თავისი დაჯგუფება ჰყავდა. ადგილობრივი ოპერმუშაკები შენგელიას “პეტერბურგის რეიდების” მთავარ იდეოლოგს უწოდებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ მაშინ გავრცელებული ქრთამის აღების სქემის ავტორი სწორედ შენგელია იყო.2001 წელს ის პირველად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე, თუმცა “ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით” მალევე გაათავისუფლეს... 2006 წელს შენგელია უძრავი ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების ბრალდებით კიდევ ერთხელ დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... მისი და თანაგუნდელების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, 2008 წელს დააკავეს და 2 წელი და 9 თვე მიუსაჯეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
“მისი “მოღვაწეობის” გამო, ადგილობრივი მედია კრიმინალური სერიალის “ბანდიტური პეტერბურგის” პერსონაჟს - ანდრეი კონსტრანტინოვსაც ადარებდა”, - წერს BBC-ის რუსული სამსახური.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, შენგელიამ ერთ-ერთ სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეზე - ვლადიმირ ბერსუკოვ-ქუმარინის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რომელსაც რუსული მედია “ტამბოველების” ლიდერად და პეტერბურგის “ღამის გუბერნატორად” მოიხსენიებდა...
ქუმარინი 1990-იანი წლებიდან პეტერბურგში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალად ითვლება. დასავლური მედიის ცნობით, ინტერნეტგამოცემა "მედუზა" მის დაჯგუფებასა და კოლუმბიელ ნარკომაფიასთან კავშირებზე წერდა. თუმცა, პეტერბურგის მერი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა... ერთი სიტყვით, ქუმარინი, გატაცებაში, ძალადობასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა. სხვებთან ერთად, შენგელიას მიერ მის წინააღმდეგ მიცემულმა ჩვენებამ სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმა.
“მთავარი რეიდერის” “სტატუტის” მინიჭებაში შენგელია სწორედ ქუმარინს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ის მასზე ნადირობდა.
“ბიზნესის, რეიდებისა და კრიმინალური საქმეებისგან თავისუფალ დროს, ის ხატავდა და ქალიშვილის, ლიკა შენგელიას დახმარებით საკუთარ გამოფენასაც აწყობდა... შემთხვევის დროს, ლიკა უცხოეთში იმყოფებოდა, სადაც სწორედ მამის პერსონალური გამოფენის საკითხს აგვარებდა. მან შემთხვევის გამო ვიზიტი შეწყვიტა და პეტერბურგში დაბრუნდა” - წერს ინტერნეტგამოცემა 78.ru.
ambebi.ge

No comments:
Post a Comment