პარლამენტის ახალი რეგლამენტით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა იცვლება. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
პროექტის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში არსებული ყველა კანონპროექტი განიხილება ცალ-ცალკე, ასევე კითხვა-პასუხის პროცედურა თითოეულ პროექტზე იქნება ცალ-ცალკე, ხოლო სიტყვით გამოსვლები - ე.წ. დებატების ნაწილი საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ბოლოს გაიმართება.
დღეს არსებული რეგლამენტით, პარლამენტის წევრებს მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა პაკეტში წარმოდგენილ თითოეული კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეუძლიათ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის ახალ რეგლამენტს პირველი მოსმენით იხილავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment