ტოჩინოშინმა უძლეველი ჰაკუჰო ვერ დაამარცხა, თუმცა ტიტულის შესანაჩუნებლად ბძოლას აგრძელებს. ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-12 დღეს დაძაბული შეხვედრა გამართა. ქართველი დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდა.
40-გზის ჩემპიონმა ქართველს სუკუინაგის ილეთით მოუგო. ლევან გოგრაძე ტიტულის შესანაჩუნებლად ბძოლას აგრძელებს ამ შედეგით ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 7 მოგება და 5 წაგება აქვს. იმისთვის რომ ქართველმა ოძეკის წოდება შეინარჩუნოს, ტურნირზე დადებითი ბალანსი სჭირდება და სულ მცირე, 8 შეხვედრა უნდა მოიგოს, ანუ დარჩენილი 3 ბრძოლიდან ქართველს ტიტულის შესანარჩუნებლად 1 გამარჯვებაც ჰყოფნის.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment