პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
კოჟორიძის განმარტებით, გადაწყვეტილება პირადი სურვილით მიიღო.
„2 კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას“- წერს კოჟორიძე.კოჟორიძე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად 2015 წლის 13 იანვრიდან მუშაობდა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment