Tuesday, September 18, 2018

IBSU-ს საქმის შესასწავლად აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოდან 3-კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარშემო არსებული მოვლენების შესასწავლად აშშ-დან სამკაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არიან.
მათი ვიზიტის მიზანი IBSU-ს პრობლემების და მის გარშემო განვითარებული მოვლენების შესწავლაა. მაღალჩინოსნები საქმის დეტალებში გარკვევის შემდეგ, უნივერსიტეტის საკითხს აშშ-ში სხვადასხვა დონეზე განსახილველად დააყენებენ. მანამდე კი საქართველოში, ყოველდღიურ რეჟიმში არასამთავრობოებს, განათლების ექსპერტებს და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ. განათლების მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კანონით დადგენილი პროცედურების გავლა აუცილებელია.
21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ სანიკიძის განცხადებით, აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გეგმავდნენ გამხდარიყვნენ შავი ზღვისა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები, რიგგარეშე მობილობა სექტემბრის პირველ კვირას გამოცხადდება.
29 აგვისტოს, პრემიერმინისტრი შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხს გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment