Sunday, September 16, 2018

მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებული ქვეყნები დასახელდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ყველაზე განვითარებული ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიაში სულ 189 ქვეყანა მოხვდა. ისინი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, განათლების და 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით შეაფასეს. 
რეიტინგის ლიდერი ნორვეგია გახდა. მეორე ადგილზე შვეიცარია გავიდა, მესამე ადგილი კი ავსტრალიამ დაიკავა.
ათეულში ასევე მოხვდნენ ირლანდია, გერმანია, ისლანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, სინგაპური და ნიდერლანდები.
საქართველოს სიაში 70-ე ადგილზე მოხვდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment