Sunday, September 16, 2018

რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ შვილებს" - პატრიარქის პოზიცია მარიხუანას ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

მთავ­რო­ბამ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­ა­კონ­ტრო­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა, კერ­ძო სექ­ტორ­ში არ უნდა გა­და­ვი­დეს ეს დარ­გი, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას მა­რი­ხუ­ა­ნას ინ­დუსტრი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.
"ჩემი აზ­რით, მთავ­რო­ბამ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­ა­კონ­ტრო­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა. კერ­ძო სექ­ტორ­ში არ უნდა გა­და­ვი­დეს ეს დარ­გი. კერ­ძო სექ­ტორ­ში რომ გა­და­ვი­დეს, ჩვენ ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლებთ მას. ახლა დგას სა­კი­თხი, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იყოს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. იმ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში უნდა იყოს ნათ­ქვა­მი, რომ მთავ­რო­ბა პა­სუხს აგებს ამ პრო­ცეს­ზე",- გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.
რო­გორც პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა შე­ხე­დოს ღნიშ­ნულ პრო­ცესს.
"ის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს სა­ში­შია, რად­გან სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ნარ­კო­მა­ნე­ბი ჩა­მოვ­ლენ აქ და ისარ­გებ­ლე­ბენ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბით. ამით უფრო გავ­რცელ­დე­ბა ნარ­კო­მა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ მინ­და ვთხო­ვო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა შე­ხე­დონ ამას. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ვუ­ყუ­როთ მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კას, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბა ქვე­ყა­ნას, რად გვინ­და ისე­თი ეკო­ნო­მი­კა, თუ დავ­კარ­გავთ ჩვენს შვი­ლებს. იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეკ­ლე­სია, ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დეს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი იყოს ეს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი. ღმერ­თმა მოგ­ცეთ მად­ლი. ღმერ­თთ­მა მის­ცეს მად­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და ყო­ველ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შე­პყრო­ბი­ლია ამ სე­ნით. ჩვენ უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ, გა­ვი­მარ­ჯვოთ ჩვენს თავ­ზე. მე კი­დევ ერთხელ მინ­და გი­თხრათ, რომ არ უნდა ვი­ფიქ­როთ, თით­ქოს ჩვენ უფრო გვიყ­ვარს სამ­შობ­ლო და ჩვე­ნი ხალ­ხი, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იმათ არა­ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს, არა­ნაკ­ლე­ბად სტკი­ვა გული. იმე­დია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალ­მა ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს. უფალ­მა აკურ­თხოს ერი თვი­სი, მშვი­დო­ბით",- გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთავ­რო­ბას მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ნე­ბა­დარ­თულს ხდის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბას, ექ­სპორტზე გა­ტა­ნის მიზ­ნით - ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­სათ­ვის.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment