ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერია რეაგირებისთვის შსს-ს მიმართავს. ამის შესახებ imedinews-ს ზუგდიდის მერიაში განუცხადეს.
"ფაქტთან დაკავშირებით წერილი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნებათ, სადაც წარწერები იყო ყველგან კეთილმოწყობის სამსახურმა წაშალა,"-განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ.
დილიდან ზუგდიდში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოჩნდა წარწერები „ქენივწიკვით გოგია“.
18 სექტემბერს, ზუგდიდის საკრებულოში სხდომაზე ერთმანეთს მერის გადადგომის გამო დაუპირისპირდნენ.
ნაციონალები მოითხოვდნენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკრებულოს თავმჯდომარეს აეღო, რადგან ოპოზიციის მტკიცებით, საკრებულოს თავმჯდომარე ყველა კორუფციული გარიგების მონაწილეა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment