Wednesday, September 19, 2018

კაშია კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა. კაშია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ტოლერანტობისკენ მოუწოდებს.
„ვუერთდები კამპანიას ძლიერები არ ძალადობენ. ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული. არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო. არასოდეს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, თუ რას იგრძნობდი შენ მათ ადგილზე. ერთად შევაჩეროთ ბულინგი. ჩვენ ეს შეგვიძლია“ -ავრცელებს მიმართვას გურამ კაშია.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში   
გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, გურამ კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტნის მსგავსად, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა. მოგვიანებით, კი სამკლაურის გაკეთების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment