Tuesday, September 18, 2018

აუცილებელია თუ არა ბავშვი წრეებზე ატაროთ - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის ფორ­მი­რე­ბა მისი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ბავ­შვი მცი­რე ასა­კი­დან­ვე სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­კავ­დეს.
დღეს წრე­ე­ბის საკ­მა­ოდ ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია და მშობ­ლე­ბიც არ არი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი. ცეკ­ვა, ფეხ­ბურ­თი, ცურ­ვა - ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც ბავ­შვე­ბი ხში­რად და­ყავთ მშობ­ლებს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შერ­ჩე­ვა დე­დის სურ­ვი­ლით ხდე­ბა, ხან კი თა­ვად ბავ­შვე­ბი ირ­ჩე­ვენ, რაზე სურთ სი­ა­რუ­ლი.
აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა, ბავ­შვი რა­ი­მე წრე­ზე და­დი­ო­დეს, ან რა პრინ­ცი­პით უნდა შე­ირ­ჩეს რა ას­წავ­ლოთ შვილს სკო­ლის გა­რეთ? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი გეშ­ტალტ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ევ­რო­პუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე გეშ­ტალტ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ლიკა თუ­შიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.
- რაზე უნდა ვა­ტა­როთ ბავ­შვი, რომ ის გო­ნი­ე­რი, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს?- ბავ­შვის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, აღ­ქმის გა­ფარ­თო­ე­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლე­ბიც გა­რე­მო­ში სი­ახ­ლეს­თან კონ­ტაქ­ტის დროს ვი­თარ­დე­ბა. გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სი­ახ­ლეს­თან კონ­ტაქ­ტის დროს თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან. რა იქ­ნე­ბა ეს - ხატ­ვა თუ კა­ლათ­ბურ­თი - ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ერ­თა­დერ­თი შეგ­ვიძ­ლია, გა­მოვ­ყოთ ჭად­რა­კი, რო­მე­ლიც კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ახ­დენს ყვე­ლა­ზე მე­ტად სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­თან შე­და­რე­ბით.რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რომ იყოს მო­მა­ვალ­შიც და აწ­მყო­შიც, ად­ვი­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი - ესეც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, სპორ­ტი­სა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მელ სა­ხე­ო­ბა­ზე ივ­ლის ბავ­შვი. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბავ­შვის კარგ, ჯან­საღ თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და თვითრწმე­ნა­ზე. მშო­ბელ­მა და პე­და­გოგ­მა ხელი უნდა შე­უ­წყონ კარ­გი თვით­შე­ფა­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იმით, რომ შე­ა­ქონ და პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი და­უბ­რუ­ნონ ბავ­შვს იმ აქ­ტი­ვო­ბის დროს, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს: უკ­რავს, ცუ­რავს თუ სხვა. პა­ტა­რა მიღ­წე­ვე­ბიც კი შე­ა­ქონ, და­ა­ნა­ხონ გულ­წრფე­ლი სი­ხა­რუ­ლი.რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით უნდა შე­ირ­ჩეს აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­ზეც ბავ­შვს ვა­ტა­რებთ?
- მშობ­ლებ­მა აუ­ცი­ლე­ბად უნდა შეს­თა­ვა­ზონ სი­ახ­ლე­ე­ბი ბავ­შვებს. ოჯა­ხის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­დან, მშობ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა შე­იყ­ვა­ნონ წრე­ზე - ფეხ­ბურ­თი იქ­ნე­ბა ეს, ცეკ­ვა, ხატ­ვა თუ სხვა რამ. უნდა და­აკ­ვირ­დნენ პრო­ცეს­ში რო­გორ ადაპ­ტირ­დე­ბა ბავ­შვი ამ აქ­ტი­ვო­ბას­თან, მი­ეხ­მა­რონ შე­გუ­ე­ბა­ში.
ბავ­შვმა უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ახა­ლი უნა­რე­ბი-ჩვე­ვე­ბი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და დახ­ვე­წოს ისი­ნი. ამ დროს მო­ზარ­დი სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცი­ის უნარს იუმ­ჯო­ბე­სებს ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ანუ იც­ნობს ახალ თა­ნა­ტო­ლებს და სწავ­ლობს მე­გობ­რო­ბას. ძა­ლი­ან კარ­გია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ და­დე­ბით ემო­ცი­ურ ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზუს­ტად ეს არის ბავ­შის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი.
- მშო­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თუ არა ბავ­შვის სურ­ვი­ლი, რო­დე­საც მას კონ­კრე­ტულ აქ­ტი­ვო­ბა­ზე ატა­რებს? თუ თა­ვად უნდა შე­არ­ჩი­ოს წრე?
- ბავ­შვი ვერ გა­და­წყვეტს, სად ია­როს და სად არა. ამ არ­ჩე­ვანს მშო­ბე­ლი აკე­თებს. ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა, სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტოს, სა­დაც უნდა სი­ა­რუ­ლი. მშო­ბელ­მა ჯან­სა­ღი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მშობ­ლის სურ­ვი­ლი, ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და რა თქმა უნდა, ბავ­შვის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.
სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ბავ­შვის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით უნდა მი­ი­ღონ უფ­რო­სებ­მა, იმი­ტომ რომ თვით ბავ­შვმა უნდა ია­როს და მის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი უნდა იყოს და არა დამ­თრგუნ­ვე­ლი.რა უნდა ვქნათ თუ ბავ­შვს ხე­ლოვ­ნე­ბის თუ სპორ­ტულ წრე­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი არ სურს?
- თუ ბავ­შვი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, არ უნდა სი­ა­რუ­ლი, ჯი­უ­ტობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მით მშო­ბე­ლი უნდა ეცა­დოს, რომ ატა­როს და ინ­ტე­რე­სი გა­უ­ჩი­ნოს ამ აქ­ტი­ვო­ბის მი­მართ. მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლის და პე­და­გო­გის მცდე­ლო­ბი­სა, ბავ­შვი თუ წი­ნა­აღ­მდე­გია, ვერ ადაპ­ტირ­და, უნდა შევ­წყვი­ტოთ, არ და­ვა­ძა­ლოთ და სხვა აქ­ტი­ვო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ.
მშო­ბელს ამ დროს, რა თქმა უნდა, კე­თი­ლი გან­ზრახ­ვა ამოძ­რა­ვებს, მაგ­რამ ისიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ და­ძა­ლე­ბა ბავ­შვის თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, თვითრწმე­ნა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს, აგ­რეთ­ვე აგ­რე­სი­ას ბა­დებს. დიდი არ­ჩე­ვა­ნია წრე­ე­ბის და თვი­თონ წრე­ებს აქვს მი­ღე­ბის ასა­კობ­რი­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. მთა­ვა­რია, ზო­მი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს მშო­ბელ­მა და ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­ურ რიტმთან შე­სა­ბა­მი­სი დატ­ვირ­თვა შე­არ­ჩი­ოს.
თუ იღ­ლე­ბა ბავ­შვი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გახ­და ან დათ­რგუ­ნუ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა გა­უ­უ­ა­რეს­და, ძილი მშფოთ­ვა­რე გა­უხ­და ან რა­ი­მე ნე­გა­ტი­უ­რი შე­ამ­ჩნია მშო­ბელ­მა, უნდა გა­და­ხე­დოს ბავ­შის დღის გან­რიგს და შე­ამ­სუ­ბუ­ქოს დატ­ვირ­თვა, ან სპე­ცი­ა­ლის­ტის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს და ერ­თად შე­არ­ჩი­ონ ბავ­შვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დატ­ვირ­თვის მო­დე­ლი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment