Wednesday, September 19, 2018

მესიმ ჰეთ-თრიკების რაოდენობით რონალდუს გაასწრო

„ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში შესრულებული ჰეთ-თრიკების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Marca წერს. 
არგენტინელმა ფეხბურთელმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პეესვესთან“ მატჩში 3 გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, მესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებში 8 ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.
ამ მაჩვენებლით მან ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს გაასწრო, რომლის ანგარიშზე 7 ჰეთ-თრიკია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment