Wednesday, September 19, 2018

ადა მარშანია: ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა შესაძლოა გედევან ფოფხაძეს შევთავაზოთ


პატრიოტთა ალიანსის წევრი, დეპუტატი ადა მარშანია ამბობს, რომ ნატო ჩხეიძესთან შეხვედრა დღეს გაიმართება. მარშანიას თქმით, ასევე ამ დღეებში გაირკვევა ის, თუ რომელი დეპუტატი დაიკავებს პატრიოტების ფრაქციაში ნატო ჩხეიძის ადგილს.
როგორც ადა მარშანია ამბობს, "პატრიოტთა ალიანსი" არ გამორიცხავს, რომ ვაკანტური ადგილი უკვე მეორედ გედევან ფოფხაძეს შესთავაზოს.
"თუ არ შეავსებს, ესეც ცხოვრებაა პოლიტიკური, არა უშავს, როგორც ვიბრძოდით მანამდე, ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ყველა მოღალატეს და უცნაურ პოლიტიკოსსაც შევებრძოლებით... „იბერიის“ თემაზე ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად მხარადჭერისთვის, უბრალოდ, ჩვენც ხომ უნდა გვქონოდა სერიოზული საფუძველი ამისა, ბევრ დეტალს არ ვიცნობდით, არადა უნდა გვცოდნოდა.
ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს მოლაპარაკება. ადრე შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული გავიმეოროთ მოწვევა, თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, არ ინანებს", - თქვა ადა მარშანიამ.
ნატო ჩხეიძემ ფრაქციის დატოვების შესახებ 17 სექტემბერს განაცხადა, თუმცა მიზეზები არ დაუსახელებია. ჩხეიძის წასვლის გამო, ირმა ინაშვილი შესაძლოა პარლამენტის ვიცესპიკერის ვეღარ იყოს. ინაშვილი პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობაზე იმ კვოტით არის არჩეული, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციას ეკუთვნის. ფრაქციის შესაქმნელად კი 6 დეპუტატია საჭირო. ჩხეიძის წასვლის შემდეგ "პატრიოტების" ფრაქციაში 5 დეპუტატი რჩება. თუმცა, მმართველმა გუნდმა ირმა ინაშვილს ვიცესპიკერობა შეიძლება შეუნარჩუნოს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment