Sunday, September 16, 2018

"ძლიერი მამაკაცი მჭირდება, მზრუნველი და მიზანდასახული" - რა ხდება სალომე ჭაჭუას კარიერასა და პირად ცხოვრებაში

მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუა დიდი ხა­ნია, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორც იქნა, მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი რეს­პონ­დენ­ტი მო­ვი­ხელ­თეთ და ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.
- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ძი­რი­თა­დად, მა­შინ ვჩნდე­ბი, რო­დე­საც ჩემს პრო­ფე­სი­ას ეხე­ბა საქ­მე. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში, მი­ვიჩ­ნევ, რომ სა­ჭი­რო არ ვარ (იცი­ნის). ძვე­ლე­ბუ­რად, ჩემი პრო­ფე­სი­ით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი: სტუ­დი­ა­ში ვას­წავ­ლი. ასე­ვე, კი­ევ­ში ვმუ­შა­ობ, რად­გან "ტრე­ნე­რე­ბის" ნა­წი­ლი იქ მყავს.
- კა­რი­ე­რა­ში რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ გაქვს?
- მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ ტურ­ნი­რებ­ზე ვცეკ­ვავ­დი. საკ­მა­ოდ კარ­გი წელი მქონ­და, რად­გან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ბევრ ძა­ლი­ან კარგ "ტრე­ნერ­თან" მო­ვემ­ზა­დე. საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი მქონ­და. ახლა გეგ­მე­ბი მაქვს, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი, რო­გორ გა­დავ­წყვეტ.
- ზა­ფხუ­ლი რო­გორ გა­ა­ტა­რე?
- წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი სხვე­ბის­გან არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და - დი­დად არ და­მის­ვე­ნია. ახა­ლი სა­მუ­შაო სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე, რა­ჭა­ში 3 დღით დას­ვე­ნე­ბა მო­ვას­წა­რი. პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ყვე­ლაფ­რის­გან მო­წყვე­ტილ­მა და­ვის­ვე­ნე - სუ­ლი­ე­რად, მო­რა­ლუ­რად... ეს 3 დღე ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი იყო. ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი გა­გი­ჩე­ნია...
- მყავს ბი­შონ ფრი­ზეს ჯი­შის ძაღ­ლი, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა. პა­ტა­რა, თეთ­რი, უსაყ­ვარ­ლე­სი არ­სე­ბაა. მან ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად გა­მი­ფე­რა­და. მარ­თლა ძა­ლი­ან თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლია. ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი ხში­რად მყო­ლია, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, სახ­ლში არა­სო­დეს ამიყ­ვა­ნია, რად­გან დე­დას, ცოტა არ იყოს, ძაღ­ლე­ბის მი­მართ შიში აქვს. ეს ერ­თა­დერ­თი ძაღ­ლუ­კაა, რო­მე­ლიც დე­და­ჩემ­მაც შე­იყ­ვა­რა.
- მას­ზე ზრუნ­ვას ახერ­ხებ?
- ასე თუ ისე, ვა­ხერ­ხებ. მა­გა­ლი­თად, დი­ლა­ო­ბით, როცა კუს ტბა­ზე ვვარ­ჯი­შობ, იქ ჩემს ცუ­გას­თან - ბა­ზუ­კას­თან ერ­თად მივ­დი­ვარ. პა­ტა­რა, თეთ­რი, ფით­ქი­ნა არ­სე­ბაა, მაგ­რამ ბა­ზუ­კა ჰქვია (იცი­ნის). მინ­დო­და, მის სა­ხელ­სა და ვი­ზუ­ალს შო­რის კონ­ტრას­ტი ყო­ფი­ლი­ყო.
- პრო­ექ­ტში - "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა" ჟი­უ­რის წევ­რი იყა­ვი, თან - საკ­მა­ოდ დე­ლი­კა­ტუ­რი. ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი ხარ?
- კი, ყო­ველ­თვის ასე­თი ვარ.
- რამ შე­იძ­ლე­ბა, მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი და­გა­კარ­გვი­ნოს?
- არ ვიცი, ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მახ­სოვს. წო­ნას­წო­რო­ბას იშ­ვი­ა­თად ვკარ­გავ. სამ­სა­ხურ­ში, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც ყვე­ლა­ფერს ისე ვაგ­ვა­რებ, რომ ზედ­მე­ტად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ მი­წევს, ისე­თი გა­რე­მოც­ვა მყავს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა რა­ღაც ისე არ ხდე­ბა, რო­გორც გვინ­და, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სა­კითხს ადეკ­ვა­ტუ­რად მი­ვუდ­გე, სა­ღად გა­ვი­აზ­რო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­ვაგ­ვა­რო.
- ამ­ჟა­მად, ცეკ­ვა­ში შენი მე­წყვი­ლე ვინ არის?
- ისევ მაქ­სიმ რი­ჟი­კო­ვი.
- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თქვენს ტან­დემს საფრ­თხე ხომ არ შეჰ­ქმნია?
- არა. იცი, რო­გორ არის? სპორ­ტი ისე­თია, რომ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, "ტრე­ნე­რებ­მა" გა­და­წყვი­ტონ - თქვენ ამ ეტაპ­ზე უკვე იცეკ­ვეთ და ახლა სხვა­დას­ხვა მე­წყვი­ლეს­თან ცეკ­ვა უნდა მო­სინ­ჯო­თო... ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.
- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა გი­ფიქ­რია - სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში არ ვარო?
- სა­ნამ სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, ყო­ველ­თვის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს. შე­იძ­ლე­ბა, არ ვი­ფიქ­რო, რომ ფორ­მა­ში არ ვარ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, რა­ღაც გან­ვა­ვი­თა­რო. ერთი გა­მო­მი­ვა, თუნ­დაც ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­ში ან ცეკ­ვა­ში, მერე სხვა რა­ღა­ცა­ზე ვფიქ­რობ, - მოდი, ახლა სხვა რა­მეს და­ვა­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი. სულ ვცდი­ლობ, გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ვიყო. სხვაგ­ვა­რად კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე ვერ იქ­ნე­ბი..
ambebi.ge

No comments:

Post a Comment