ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლების მინისტრს ფრაქციის სხდომაზე იბარებს. სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე დღეს განათლების სფეროში შესაძლო კორუფციული ინტერესების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს შესაძლოა ამ სისტემაში კერძო ინტერესები ჰქონდეთ, თუმცა სამადაშვილი ამ თემაზე მეტად აღარ კონკრეტდება.
"დღეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შესული განათლების შესახებ კანონი, რომელსაც ლობირებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მარიამ ჯაში, რომელიც დღეს სხდომას არ ესწრება იმიტომ, რომ მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა აკრედიტაციის პროცესი გაიაროს. ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ, რომ უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტში, ფრაქციასთან შეხვედრაზე გამოცხადდეს ახლადდანიშნული განათლების მინისტრი, რომელსაც ასევე აქვს კერძო ინტერესები, კერძო ბიზნესში, რომელიც შეეხება განათლებას და აგვიხსნან, რატომ გადაწყდა საქართველოში საგანმანათლებლო ინსტიტუტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მათი კერძო ინტერესების ლობირების ხარჯზე, რითაც საფრთხე შეექმნა ამ ქვეყანაში, არამხოლოდ განათლების ხარისხს, რომელსაც მიიღებენ ჩვენი ახალგაზრდები, საფრთხე შეექმნა ასევე ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ამ ქვეყანას ევროკავშირთან", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment