Wednesday, March 20, 2019

საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა. აღნიშნულ თემაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არვიდას საბონისს შეხვდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment