Friday, March 22, 2019

სეს-მა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დახოცვის მიზეზები განმარტა

სურსათის უვნებლობის სააგენტოს (სეს) განცხადებით დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დაცემა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული წამლობის შედეგად არ მომხდარა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„შეწამვლითი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში დასრულდა, მიმდინარე წელს კი ჯერ არ განახლებულა. ფუტკრის დაცემის ცალკეულ შემთხვევებს მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლის“ - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 
„დაფიქსირებული ფაქტების მიზეზების დასადგენად საჭიროა ჩატარდეს კვალიფიციური ლაბორატორიული კვლევები. სპეციალისტების აზრით, მიზეზი, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადება (მათ შორის ვაროატოზი). სურსათის ეროვნული სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ხელს შეუშლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად ჩატარებას. შედეგად, ვერ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დაცვა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს. 
„შეწამვლითი ღონისძიებებისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მეფუტკრე ფერმერები აქტიურად იქნებიან ჩართული წამლობის ვადების განსაზღვრის და ფუტკრის დაცვის ღონისძიებების შემუშავების პროცესში. მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრს. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება; შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გააგრძელებენ აქტიურ საკონსულტაციო სამუშაოებს მეფუტკრეებთან“ - ნათქვამია განცხადებაში. 
„საქართველოს პოფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში ფუტკრის 80% განადგურდა.  „მიზეზი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული წამლობაა“- ამბობს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იუზა გიგაშვილი.  
imedinews.ge

No comments:

Post a Comment