Friday, March 22, 2019

ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა იმართება. სუსის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში სულ 11 საკითხია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელ კითხვებს.
სუსის ინფორმაციით, ერგენთში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსი და ოსი ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან უკანონო დაკავების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს ორი მოქალაქე კი ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია
imedinews.ge

No comments:

Post a Comment