Thursday, March 21, 2019

Facebook Messenger-ს ახალი ფუნქცია აქვს

Facebook-მა Messenger-ი განაახლა და საკომუნიკაციო აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაამატა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ირკვევა, რომ მომხმარებელს შეუძლია არა მთელ მიმოწერას, არამედ მიმოწერიდან კონკრეტულ გზავნილს უპასუხოს. სიახლე განსაკუთრებით დიდი ჯგუფებისთვის არის კომფორტული, სადაც უამრავი ადამიანი წერს.
იმისთვის, რომ სიახლით ვისარგებლოთ, მიმოწერიდან ერთი გზავნილი უნდა ავირჩიოთ, შეტყობინებას დიდხანს დავაჭიროთ, რის შემდეგაც კონტექსტური მენიუ გამოჩნდება, სადაც ღილაკს „პასუხის გაცემა“ (Reply) უნდა დავაკლიკოთ და კონკრეტულ გზავნილს პასუხი გავცეთ. 
სიახლით სარგებლობას Messenger-ის მომხმარებლები ეტაპობრივად შეძლებენ. მსგავსი ფუნქციით უკვე სარგებლობენ Facebook-ის კუთვნილი WhatsApp-ის მომხმარებლები.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
imedinews,ge

No comments:

Post a Comment