Friday, March 22, 2019

მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა და მგზავრთა მიღება განახლდა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეს მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო მეტროს ერთი შემდგენლობა შეჩერდა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი 15 წუთის განმავლობაში მგზავრებს ვერ ემსახურებოდა. 
საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ ყოფილა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment