Tuesday, April 9, 2019

ვახტანგ კოტეტიშვილის „დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა“ ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა

მოქანდაკე ვახტანგ კოტეტიშვილის შედევრი "დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა" საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა. საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ გამოფენაზე მოქანდაკის შვილიშვილი, მხატვარი გუგა კოტეტიშვილი ოფიციალურად გადასცემს ქანდაკებას მუზეუმს, რომელიც თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
ვახტანგ კოტეტიშვილს, როგორც მოქანდაკეს, ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ის რეპრესირებული მხატვარია, რის გამოც ათწლეულების განმავლობაში მისი ნამუშევრები არ იფინებოდა და არ იბეჭდებოდა სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში. 
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" წარმოდგენილმა კოტეტიშვილის ექვსმა ნამუშევარმა დამთვალიერებლის უდიდესი ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებულია „დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა“, რომელიც დიდ მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, 30-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში ის იშვიათი ნამუშევარია, რომელიც აჩვენებს ტოტალიტარულ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანის რეალურ სახეს.  
ქანდაკება შეემატება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქანდაკების კოლექციას
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment