Thursday, April 11, 2019

თბილისის ბაზრობებზე ცხენის და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ - დაკავებულია ორი პირი

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტოს­თან და სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სხვი­სი ქო­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ორი პირი ამ­ხი­ლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, და­ბალ ფას­ში იძენ­დნენ ცხე­ნი­სა და ვი­რის ხორცს, რომ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც ხდე­ბო­და თბი­ლის­ში.
დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე კუს­ტა­რუ­ლი წე­სით მო­წყო­ბილ ე. წ.ბო­ინ­ში, სა­დაც ყო­ველ­გვა­რი რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვის გა­რე­შე, ახ­დენ­დნენ ცხე­ნი­სა და ვი­რის ხორ­ცის დარ­ბი­ლე­ბა - და­მუ­შა­ვე­ბას და მის შემ­დგომ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ბაზ­რო­ბებ­ზე და სხვა­დას­ხვა კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე სა­ქონ­ლის ხორ­ცის სა­ხით.
მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბაზ­რო­ბა­ზე, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტზე ამო­ღე­ბუ­ლია დიდი ოდე­ნო­ბით ხორ­ცი, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შე­ი­ცავს ცხე­ნის და ვი­რის დნმ-ს.
გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით
ambebi.ge

No comments:

Post a Comment