Tuesday, April 9, 2019

პელე საავადმყოფოდან გაწერეს

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში, ბრაზილიელი პელე პარიზის ჰოსპიტალიდან გაწერეს, რის შემდეგაც ის სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს
ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოში 3 აპრილს მოხვდა. მას მაღალი სიცხე ჰქონდა. ექიმების თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
78 წლის პელე საფრანგეთში ვიზიტისას პარიზის სენ-ჟერმენის ფეხბურთელ კილიან მბაპნეს უნდა შეხვედროდა. ვიზიტი ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი. 
ბოლო წლების განმავლობაში პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში ხშირად ხვდება. 2018 წელის დეკემბერში, მოსკოვში, ის შშმ პირის ეტლში იჯდა, რადგან თეძოზე რთული ოპერაცია გადაიტანა. 2018 წლის იანვარში კი ჰოსპიტალში ორგანიზმის გამოფიტვის დიაგნოზით მოხვდა. 
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გახდა. საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ ის მე-20 საუკუნის ფეხბურთელად დაასახელა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment