Friday, June 14, 2019

აშშ-ში 5 შვილის მკვლელ მამას სიკვდილით დასჯიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 შვილის მკვლელ მამას სიკვდილით დასჯიან. სასიკვდილო განაჩენი ტიმ ჯონსს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანეს. ამის შესახებ BBC წერს.
სამხრეთ კაროლინაში 2011 წლის შემდეგ სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. ამერიკელი ქალი, რომელსაც ქმარმა 5 შვილი მოუკლა, წინააღმდეგი იყო დამნაშავე სიკვდილით დაესაჯათ. მან სასამართლოს ამ თხოვნით მიმართა კიდეც.
37 წლის ჯონსმა ერთიდან რვა წლამდე შვილები მოკლა. საშინელი დანაშაული  2014 წელს ლენქსინგტონში მოხდა. კაცი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.
მან უფროსი 8 წლის შვილი დასაჯა, რა დროსაც ბავშვი დაიღუპა, შემდეგ კი 4 ბავშვი დაახრჩო. მომდევნო 9 დღის განმავლობაში კი ცხედრები მანქანაში ჰყავდა. ბოლოს დანაწევრებული გვამები ალამაბაში ნაგვის ურნაში დატოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment