Sunday, June 16, 2019

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი დღეს გაიმართება

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი დღეს გაიმართება. 6 “გრემის” მფლობელი ამერიკული ჯგუფის ჩარტერი ბათუმის აეროპორტში გუშინ დაეშვა. ისინი მსმენელის წინაშე "ბლექსი არენაზე" 21:00 საათზე წარდგებიან.
"ამ ტურისთვის ჩვენ რეპერტუარში არაერთი ახალი სიმღერა შევიტანეთ. მსმენელებისთვის ჰიტად და ჩვენი ჯგუფისთვის კლასიკად ქცეულ სიმღერებსაც შევასრულებთ", - ამბობენ ჯგუფის წევრები.
ჯგუფი საქართველოში ზღვისპირა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ღამის კლუბებში წასვლას, ქართული მუსიკის მოსმენასა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას გეგმავენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment