Thursday, June 13, 2019

ემოციური შეხვედრა 75 წლის შემდეგ - ამერიკელმა ჯარისკაცმა ახალგაზრდობის შეყვარებული კვლავ იპოვა

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ამე­რი­კელ ჯა­რის­კაცს 18 წლის ფრან­გი გო­გო­ნა შე­უყ­ვარ­და. ერ­თმა­ნე­თი გო­გო­ნას მშობ­ლი­ურ პა­ტა­რა სო­ფელ­ში გა­იც­ნეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მას შემ­დეგ 75 წელი გა­ვი­და და რო­ბინ­სი, რო­მე­ლიც ახლა 97 წლი­საა, ახალ­გაზ­რდო­ბის სიყ­ვა­რულს შეხ­ვდა - გო­გო­ნას სუ­რათს ის ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, ჯი­ბით ატა­რებს.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნეს, რო­ბინ­სი 24 წლის იყო. მას ტან­საც­მლის გა­რე­ცხვა სურ­და და ჟა­ნი­ნის დე­დამ დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. გო­გო­ნას და ჯა­რის­კაცს ერ­თმა­ნე­თი მა­ლე­ვე შე­უყ­ვარ­დათ, თუმ­ცა ორი თვის შემ­დეგ რო­ბინსს სოფ­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და და­სავ­ლე­თის ფრონტზე გაგ­ზავ­ნეს„ვუ­თხა­რი, იქ­ნებ მო­ვა­ხერ­ხო შენ­თან დაბ­რუ­ნე­ბა მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე...“ - ამ­ბობს France 2-თან რო­ბინ­სი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
„რო­დე­საც მან­ქა­ნა და­იძ­რა, ვი­ტი­რე. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დავ­სევ­დი­ან­დი. არ მსურ­და ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო,“ - აღ­ნიშ­ნავს ჟა­ნი­ნი, რომ­ლის გვა­რი ახლა პირ­სო­ნია.
1945 წელს, რო­დე­საც ომი და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და, პირ­სონ­მა ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა და­ი­წყო, იმე­დი ჰქონ­და, რომ რო­ბინ­სი მას­თან ერთ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბო­და. თუმ­ცა ჯა­რის­კა­ცი საფ­რან­გე­თის ნაც­ვლად სამ­შობ­ლო­ში, აშშ-ში დაბ­რუნ­და და გა­იც­ნო ლი­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცო­ლად შე­ირ­თო. მათ 70 წელი გა­ა­ტა­რეს ერ­თად, ლი­ლი­ა­ნი 2015 წელს 92 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
პირ­სო­ნიც და­ო­ჯახ­და 1949 წელს და ხუთი შვი­ლი ეყო­ლა.
თუმ­ცა, რო­ბინსს არა­სო­დეს და­ვი­წყე­ბია ფრან­გი გო­გო­ნა, რომ­ლის შავ-თეთ­რი ფოტო მუდ­მი­ვად თან ჰქონ­და.
სუ­რა­თი ჯი­ბე­ში ედო მა­ში­ნაც, რო­დე­საც მას­თან ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­ვიდ­ნენ - ისი­ნი აშშ-ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის შე­სა­ხებ ამ­ზა­დებ­დნენ მა­სა­ლას.ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს, პირ­სო­ნი მო­ე­ძებ­ნათ და იპო­ვეს კი­დეც - ჟა­ნი­ნი ახლა სო­ფელ­თან ახ­ლოს, თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. წყვი­ლის შეხ­ვედ­რაც სწო­რედ თავ­შე­სა­ფარ­ში შედ­გა - ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვე­ტე­რანს უთხრეს, რომ ჟა­ნი­ნი ცო­ცხა­ლია და მას ელო­დე­ბო­და.შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა.
„ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­დი, მუ­დამ ჩემს გულ­ში იყა­ვი...“ - უთხრა პირ­სონს რო­ბინსმა და ქალს აჩ­ვე­ნა ფოტო, რო­მელ­საც ათწლე­უ­ლე­ბია არ იშო­რებს.
ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ერ­თად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რო­ბინ­სი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­ვი­და. მათ პი­რო­ბა და­დეს, რომ ერ­თმა­ნეთს კვლავ შეხ­ვდე­ბი­ან.
„ჟა­ნინ, მიყ­ვარ­ხარ ჩემო გოგო,“ - უთხრა რო­ბინსმა პირ­სონს, რო­დე­საც 75 წლის შემ­დეგ მათ კვლავ აკო­ცეს ერ­თმა­ნეთს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment