როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE – ს კითხვის პასუხად განაცხადა, მან დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
“უფასო ფაკულტეტების სია წლევანდელი არის პრაქტიკულად უცვლელი. დაემატა მხოლოდ ერთი ფაკულტეტი. მე მინდა, რომ უფრო მეტი უფასო ფაკულტეტი იყოს, მაგრამ შესასვლელი ბარიერი იყოს მაღალი. სამწუხაროდ უფასო ფაკულტეტები გახდა არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის მისადგომი. მინდა, რომ უფასო სწავლა იყოს ხელმისაწვდომი ყველა კარგი მოსწავლისათვის. მომავალ წელს, იმედი მაქვს, რომ უფასო ფაკულტეტების სია გაიზრდება, მასზე მოსახვედრი ქულები კი ფასიან ფაკულტეტებზე უფრო მაღალი იქნება. მე უკვე დავამტკიცე ეს სია და ხელიც მოვაწერე”, – განმარტა ჯეჯელავამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი არის უცვლელი, ადგილები წელს შემცირებულია.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მინისტრმა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების, ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაორმაგება ჩვენთან საუბრისას დააანონსა. მოგვიანებით, ჩვენთან საუბრისასვე გადაიფიქრა: „წლევანდელი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უცვლელი იქნება შარშანდელთან შედარებით. მომავალი წლისთვის გვექნება განახლებული სისტემა. მთავრობისთვის წარსადგენად კი ვადებში ჩავეტევით აუცილებლად,“– გვითხრა ჯეჯელავამ. თუმცა ამ კომენტარის გაკეთებიდან მეორე დღეს მან ერთ–ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ისევ განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტების რაოდენობის გაორმაგება წელსვე იგეგმება. ასე რომ, გაიზრდება თუ არა ფაკულტეტების რიცხვი, როგორც ხედავთ, ჯერ–ჯერობით არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სამინისტროსთვისაც უცნობია.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment