Wednesday, July 5, 2017

საბერძნეთის საზღვართან დაკარგული ქართველი ახალგაზრდა სამშობლოში დაბრუნდა

19 წლის ახალგაზრდა, რომელიც საბერძნეთში დედასთან მიდიოდა და საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, უკვე საქართველოში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა ახალგაზრდა 5 დღის განმავლობაში, უწყებაში არ აკონკრეტებენ.
დაკარგულის მოძიების პროცესში ჩართულები იყვნენ თესალონიკში და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოები. 
1998 წლის 4 ივლისს დაბადებულ გივი მჭედლიშვილს ოჯახის წევრები და სამართალდამცავები უკვე რამდენიმე დღეა ეძებდნენ. მჭდლიშვილი ათენში დედის მოწვევის საფუძველზე მიემგზავრებოდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment