დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-2 დღეა. აბიტურიენტები გამოცდას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. პირველ სესიაზე რეგისტრაცია
08:00-ზე დაიწყო და დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 97%-მდე აბიტურიენტი
გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ავრცელებს. გუშინდელ სესიებზეს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 97%
გამოცხადდა.
მე-2 სესიისათვის რეგისტრაცია 14:00-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და 27 ივლისს
დასრულდება. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილია.
etalon.ge
No comments:
Post a Comment