Tuesday, July 4, 2017

ჩილელმა ექიმებმა ჩილე-პორტუგალიის მატჩს ოპერაციის დროს უყურეს და სამსახური დაკარგეს (ვიდეო)

ჩილეში ფეხბურთით ცხოვრობენ, არსებობს გამოთქმა, რომ აქ სამი რამე სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის: ოჯახი, ფეხბურთი, საჭმელი. 

კონფედერაციის თასის ნახევარფინალში, პორტუგალიასთან, ჩილეს ნაკრებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

მალევე, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩილელი ექიმები ამ მომენტს პირდაპირ საოპერაციო ოთახში უყურებენ და აღნიშნავენ, პარალელურად კი პაციენტს ოპერაციას უტარეებენ. 

რასაკვირველია, ამ ქცევის ეთიკურობაზე კითხვის ნიშნები გაჩნდა და ამან ადამიანების აღშფოთებაც გამოიწვია.

ექიმების ბედი, ჯერჯერობით, კვლავ გაურკვეველია. სავარაუდოდ, მათ სამსახურიდან დაითხოვენ.  

შეიძლება ეს ოპერაცია უნაკლოდაც ჩატარდა, მაგრამ თქვენ გინდათ, რომ ასე იქცეოდნენ თქვენი ექიმები?
agora.ge

No comments:

Post a Comment