Wednesday, July 5, 2017

ქმარი, სოციალური დახმარების მიღების მიზნით, გარდაცვლილ ცოლს მაცივარში 8 წელი ინახავდა

ამერიკელმა, ფლორიდის შტატში მცხოვრებმა ალან დანმა 8 წელი საიდუმლოდ შეინახა ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. გარშემომყოფებს ქმარი ცოლის ცხედარს მაცივარში უმალავდა. მიზეზი, ის სოციალური დახმარება იყო, რომელსაც გარდაცვლილი ქალი სიცოცხლეში იღებდა. 
როგორც გაირკვა მარგარეტ დანი 2002 წელს გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო 8 წელი, სანამ მისი მეუღლეც არ გარდაიცვალა, მისი სხეული მაცივარში ინახებოდა. ამ დროის მანძილზე ალან დანმა მეუღლისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების სახით, 92 000 დოლარი მიიღო.
შვილები მზად არიან გაყიდონ სახლი, სადაც მათი მშობლები ცხოვრობდნენ, რომ სახელმწიფოს მიყენებული ზიანი აუნაზღაურონ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment