Wednesday, July 5, 2017

საქართველომ შვედეთის ნაკრებს 2:1 მოუგო

19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მატჩი ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდა.
პირველი ტაიმი საქართველოს 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. შვედეთის კარში გოლი შეხვედრის მესამე წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაიტანა, მეორე ბურთი კი გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში 31-ე წუთზე შეაგდო. მეორე ტაიმის დასაწყისში შვედებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს, საქართველოს კარში გოლი მეტოქის მე-17, ნომერმა ვიქტორ გიოკერესმა გაიტანა.
19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემოიონატის "ა" ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრები 8 ივლისს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება. საქართველო-ჩეხეთს შორის მატში 8 ივლისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო-შვედეთს შორის მატჩს დღეს 8300 მაყურებელი ესწრებოდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment