Tuesday, July 11, 2017

ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, რა თქმა უნდა, სასწავლო პროგრამაში არ უნდა მოხვდეს

საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და ამ სახელმძღვანელოებში, რაც მოსწავლეების ოჯახებისთვის მიუღებელი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სასკოლო საგანზე - ”მე და საზოგადოება” დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, საგნის სტრუქტურა და პროგრამა პრაქტიკულად ყველა მხარესთან არის შეთანხმებული. 

მისივე მტკიცებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გავრცელებული მასალა უწყებისთვის უცნობი წიგნიდანაა.

”ყველა დოკუმენტი, რომელიც შექმნილია სასწავლო გეგმაში, საგნის სტრუქტურა და პროგრამა შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა.შ. ის მასალები, რომელსაც აქციაზე ავრცელებდნენ რომელიღაც ჩვენთვის უცნობი წიგნიდან არის, რომელიც ნამდვილად მიუღებელია იმ ფორმით, რა ფორმითაც ვრცელდებოდა. ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, რა თქმა უნდა, არაფერი უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და ამ სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისთვის”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების სამინისტროსთან საგნების - ”მე და საზოგადოება” და ”ჩემი საქართველოს” სკოლებში შეტანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. 

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აღნიშნული საგნები შეკვეთილია ლგბტ თემის მიერ. აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროში წერილიც შეიტანეს, სადაც ითხოვენ, რომ აღნიშნული საგნები სკოლებში არ შეიტანონ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავდენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს და მსვლელობებს მოაწყობენ.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment