Tuesday, July 11, 2017

ამერიკელმა შეყვარებულს ცოლობა დაკავების დროს სთხოვა

ოკლაჰომას შტატის მცხოვრებმა შეყვარებულს ცოლობა მას შემდეგ სთხოვა, რაც ის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ UPI წერს. 
გამოცემის ცნობით, ბრენდონ ტომსონი ოჯახის წევრებთან და შეყვარებულთან ერთად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესა და საკუთარ დაბადების დღეს ერთდროულად აღნიშნავდა. სამართალადამცველები მის სახლში მივიდნენ და 6 კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. 
როდესაც ტომსონს ხელბორკილები დაადეს, მან დედისგან ნებართვა ითხოვა, შემდეგ მუხლებზე დაიჩოქა და შეყვარებულს ცოლობა სთხოვა. სამართალდამცველებმა მას რამდენიმე წუთით ხელი გაუთავისუფლეს, რათა კაცისთვის შეყვარებულის ხელზე ნიშნობის ბეჭდის გაკეთების საშუალება მიეცათ. 

No comments:

Post a Comment