Saturday, July 8, 2017

მაშველებმა ბარისახოში ჩარჩენილი რუსთავის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

ბარისახოდან მაშველებმა რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოიყვანეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბარისახოდან მაშველებმა სკოლის 15 მოსწავლე და 4 მასწავლებელი გამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, მოსწავლეები უამინდობის გამო ბარისახოდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებმა 19 ადამიანი უვნებლად ვერტმფრენით გამოიყვანეს.

”საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჰქონდა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ისინი განთავსდნენ სასტუმროში, უზრუნველყოფილი იყვნენ საკვებით. დღეს კი მოხდა მათი გამოყვანა ვერტმფრენით”, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment