შსს-მ ორი მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან.
საზოგადოებრივმა მოახერხა, გასაუბრებოდა 4-7-10 და 11 წლის ბავშვებიდან სამის მშობელთან და მათ მეზობელთან.
დედის
განცხადებით, ბავშვები მეზობელთან სახლში ასვლას აპირებდნენ, რა დროსაც,
ისინი მეზობლად დროებით მცხოვრებმა მამაკაცებმა ბინაში შეიყვანეს,
ტანისამოსი გახადეს და ფოტოები გადაუღეს.
„ბავშვი მომიყვა, შეგვათრიეს, დაგვსვეს სკამზე, მაისურები გაგვხადეს და სურათები გადაგვიღესო“ - აცხადებს ბავშვების მშობელი.
მისივე თქმით, მეოთხე ბავშვს შორტიც გახადეს. ამავე ინფორმაცაიას ადასტურებს მეზობელიც.
მათი თქმით, ბავშვებს გარეგანი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, თუმცა, მათ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
ამ თემაზე დღეს შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„შსს-ს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი
განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს.
და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით
დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში,
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს“, - აცხადებენ
შსს-ში.
მათი ინფორმაციით, გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით).
1tv.ge
No comments:
Post a Comment