თბილისში,
გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ერთი პირი კვლავ ვარკეთილის
პოლიციის განყოფილებაში რჩება. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი
ადგილიდან იტყობინება, ერთ-ერთი დაკავებული კი, პოლიციის განყოფილებიდან
სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რაც
საზოგადოებრივის კამერამ დააფიქსირა.
შსს-მ ორი მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა, რის შესახებაც უწყება განცხადებას ავრცელებს.
„შსს-ს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი
განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს.
და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით
დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში,
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს“, - აცხადებენ
შსს-ში.
მათი ინფორმაციით, გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით).
1tv.ge
No comments:
Post a Comment