ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლოზე ჩვენებას ეკა ბესელია აძლევს. დეპუტატი ერთ-ერთი დაკავაებული ფოტოგრაფის, გია აბდალაძის ადვოკატი იყო.
როგორც ბესელიამ პროცესზე განაცხადა, აბდალაძეზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.
„საქმეს
აწარმოებდა დაზვერვის სამსახური. ვინც შედიოდა მასთან ღამე, გვარებს ვერ
მეტყოდა, შეუძლებელი იყო იქ საუბარი. სერიოზული ფსიქოლოგიური დაძაბულობა
ჰქონდა. კონტრდაზვერვის თანამშრომლებსა და სხვა თანამშრომლებზე ამბობდა.
მეუბნებოდა - მე ამას ვერ გავუძლებ, აქედან ცოცხალი ვერ გავალო. ბოლოს წინა
შეხვედრაზე, სანამ აღიარებაზე ხელს მოაწერინებდნენ, მისი მდგომარეობა
კიდევ უფრო დამძიმებული იყო“,- აღნიშნა ბესელიამ.
პრიცესის დაწყებამდე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფოტოგრაფების საქმე მის საადვოკატო საქმეში იყო ერთ-ერთი მძიმე და ემოციური საქმე.
"ძალიან
კარგად მახსოვს ის ურთულესი და მძიმე დღეები, რომელიც ამ საქმეს
უკავშირდებოდა - პოლიტიკური წნეხი ხდებოდა დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებზე.
მე გიორგი აბდალაძეს ვიცავდი. მისი უფლებები დაირღვა უხეშად. ყველა იმ
უკანონობას, რაც ხდებოდა გლდანის საპყრობილეში და შსს-ს თანამშრომლების
მხრიდან, ოქმებში ვაფიქსირებდი, ჩვენებაშიც ჩავწერე და დღესაც მოვუყვები
სასამართლოს რაც ვიცი. ვისაუბრებ იმ უკანონობაზე რაც მაშინ განხორციელდა,
მათ შორის საპროცესო შეთანხმებაზე“,- აღნიშნა ბესელიამ სასამართლო პროცესის
დაწყებამდე.
1tv.ge

No comments:
Post a Comment