Tuesday, July 11, 2017

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულება დამტკიცდა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულება დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
"2017 წლის 11 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების დადების პროცესის დასრულებაზე. ეს რატიფიკაციის ბოლო ეტაპი იყო. შეთანხმება ძალაში სრულად 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, უკრაინას და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment