Saturday, July 8, 2017

პირველი მოძრავი სალონი მომხმარებელს საკუთარ ოფისში მოემსახურება

თბილისში, პირველი მოძრავი სალონი Beauty Express მომხმარებელს უკვე საკუთარ ოფისში მოემსახურება. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.
კომპანიის დამფუძნებელი თამარ ბობოხიძე ამბობს, რომ ამჟამად კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი კვლავ მიმდინარეობს და გარკვეულ კომპანიებთან და სასტუმროებთან უკვე თანამშრომლობენ.
„ძირითადად უცხოელების სეგმენტზე ვართ გათვლილები, რადგან ჩვენთან სხვა სალონებთან შედარებით მაღალი საფასო პოლიტიკაა, სწორედ ამიტომ მათ სასტუმროს ნომერშივე აქვთ ჩვენი მომსახურების მიღების საშუალება.
რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს, მათ სალონი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს აქვთ და უფრო დაბალ ფასად ურჩევნიათ ადგილობრივ სალონებს მიმართონ. ჩვენი მომხმარებლების 80-90%-ი სასტუმროებში ტურისტებს წარმოადგენენ, თუმცა რა თქმა უნდა, ქართველ მომხმარებელსაც ვემსახურებით“, - აცხადებს ბობოხიძე.
კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონზე ბათუმშიც მოემსახურებიან ტურისტებს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment